ჩავუშოღლუ: „ეგვიპტესთან წარმომადგენლობა ელჩების დონეზე აიწევა“

ჩავუშოღლუ: „ეგვიპტესთან წარმომადგენლობა ელჩების დონეზე აიწევა“

1974654
ჩავუშოღლუ: „ეგვიპტესთან წარმომადგენლობა ელჩების დონეზე აიწევა“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ანკარაში, ეგვიპტელ კოლეგას სამიჰ შუქრის შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერეციაზე, ქვეყნებს შორის ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, წარმომადგენლობის დონის ელჩების დონეზე ამაღლების მიზნით. იგეგმება სამიტის გამართვა პრეზიდენტების დონეზეც. მოხარულები ვართ იმ იმპულსით, რაც ჩვენმა ურთიერთობებმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ჩვენი პრეზიდენტები დოჰაში შეხვდნენ ერთმანეთს. დღეს ეს საკითხები კიდევ ერთხელ განვიხილეთ, ჩემ კოლეგასთან შეხვედრის დროს. გვინდა ეგვიპტესთან გახსნილი ახალი ფურცელი შეავსოთ ერთობლივი პროექტებით და საქმიანობებით. ჩვენ მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უახლოეს პერიოდში. ამ ყველაფერზე ჩვენ დღეს შევთანხმდით“.



მსგავსი ინფორმაციები