პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გემი TCG Anadolu დაათვალიერა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გემი TCG Anadolu დაათვალიერა
მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატის (SİHA) გემი TCG Anadolu საზღვაო ძალების სარდლობას ცერემონიით გადაეცა, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაათვალიერა.
სტამბოლში, თუზლაში გემზე მყოფმა ერდოღანმა, გემბანზე ასაფრენ ბილიკზე მდგარი უპილოტო ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავი Kizilelma-ც დაათვალიერა.
ერდოღანმა Baykar ტექნოლოგიების ლიდერს სელჩუკ ბაირაქტარს, უპილოტო პლატფორმების გამომგონებელს, გემიდან Kızılelma-ს პირველი გაფრენის თარიღის შესახებ ჰკითხა.
”გემიდან ფრენის მხარდაჭერა გრძელდება. იმედი მაქვს, დაშვება და აფრენა 2025 წელს იქნება“. - აღნიშნა ბაირაქტარმა.
მოგვიანებით ერდოღანმა სახალხო ალიანსის პარტნიორებთან და მინისტრებთან ერთად Kızılelma-ს წინ სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
პრეზიდენტმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
ერდოღანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ოფიციალურად გავუშვით მსოფლიოში პირველი SİHA-ს გემი TCG Anadolu. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განგვაცდევინა ეს სიამაყე და წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში. გილოცავთ."
TCG Anadolu მრავალფუნქციური ამფიბიური მოიერიშე გემის პროექტი, რომლის მშენებლობა დაიწყო თუზლას სედეფის გემთსაშენში, 6 წლის შემდეგ დასრულდა.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“