საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu ექსპლუატაციაში შევიდა

საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu ექსპლუატაციაში შევიდა

1972609
საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu ექსპლუატაციაში შევიდა
tcg anadolu.jpg

მსოფლიოში პირველი შეიარაღებული უპილოტო საბრძოლო გემი და თურქეთის ყველაზე დიდი საბრძოლო ავიამზიდი TCG Anadolu საზღვაო ძალების ექსპლუატაციაში შევიდა.

მრავალფუნქციური ამფიბიური თავდასხმის გემი, რომელიც ზღვაში 2019 წლის მაისში ჩაიშვა და შესაბამისი ტესტები დაიწყო 2022 წლის ივნისში, თუზლაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით, საზღვაო ძალების სარდლობას გადაეცა.

გადაცემის ცერემონიალზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ეს გემი (TCG Anadolu), „თურქეთის საუკუნის“ ხედვის თვალაზრისით, როგორც რეგიონში ასევე მსოფლიოში ლიდერის პოზიციის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.  TCG Anadolu-ს სტამბოლში, სირქეჯში განვათავსებთ. ჩვენ გავხსნით ჩვენს გემს ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა ხალხმა დაათვალიეროს ჩვენი გემი, მოდით ერთად განვიცადოთ ეს სიამაყე.“

ცნობისათვის, 231 მეტრი სიგრძის და 32 მეტრი სიგანის, TCG Anadolu-ს ავიამზიდზე შეიძლება განთავსდეს 10 ვერტმფრენი ან 11 შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (SİHA), ხოლო ანგარში 19 შვეულმფრენი ან 30 SİHA. გემი 1223 პერსონალს უმასპინძლებს.

ამ მასშტაბის გემები მსოფლიოში მხოლოდ 12 ქვეყანას გააჩნია.



მსგავსი ინფორმაციები