უნგრეთის პრეზიდენტი თურქეთს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, თურქეთს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
1966498

უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ანკარაში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილება თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობები სხვადასხვა ასპექტებით და ისაუბრებენ თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე.
შეხვედრებზე გათვალისწინებულია აზრთა გაცვლა ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე და აქტუალურ რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს