პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო

პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო

1964376
პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშში იფთრის პროგრამას დაესწრო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრში, ქაჰამანმარაში, ქარაჯასუს კონტეინერულ ქალაქში, მოწამეების, ვეტერანებისა და მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებთან ერთად წლევანდელი პირველი იფთარი გამართა.

იფთარზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ წლევანდელი რამადანის თვე ცუდ პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებით მიწისძვრით დაზარალებულთათვის.  პრეზიდენტმა მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რავის აქვს ფუფუნება გულგრილი იყოს კატასტროფის წინაშე, რომელმაც 14 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე თავდაყირა დაატრიალა. ერდოღანმა თქვა: „ჩვენი პასუხისმგებლობისა და ძმური მოვალეობის აუცილებლობაა, რომ მიწისძვრით დაზარალებულებმა თავი მარტო არ იგრძნონ“.

მან ბოლოს, ანტიტერორისტულ ოპერაციებზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ სანამ მათი ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებობს ეს საფრთხე, ბოლო ტერორისტის ლიკვიდირებამდე გაგრძელდება ოპერაციები.



მსგავსი ინფორმაციები