პრეზიდენტმა ერდოღანმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშრებით განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშრებით განცხადება გააკეთა

1963847
პრეზიდენტმა ერდოღანმა „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშრებით განცხადება გააკეთა
erdogan gazeteciler.jpg
erdogan gazeteciler1.jpg

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის წარმატება შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის საკითხში ყველასათვის ნათელია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიების პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, თურქეთის დიპლომატიაში წარმატების ყველაზე დიდი მაგალითი, რუსეთ-უკრაინის ომში შესრულებული შუამავლის როლი გახლავთ. მისივე თქმით, თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში შუამავლად არის მოხსენიებული. ერდოღანმა თქვა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის საკითხში თურქეთის წარმატება, ყველასათვის ნათელია.

„ფაქტობრივად, საუბრები, რომელიც გვქონდა, რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმირ პუტინთან ყველასათვის ცნობილია. პუტინმა განაცხადა: მე მარცვლეულის გადაზიდვებზე დავთანხმდები მაგრამ, აქედან 44 პროცენტი ევროპაში მიდის. ნუ წავა ამდენი ევროპაში და წავიდეს ნაწილობრივ განვითარებულ აფრიკის ქვეყნებში. მე კი ვუთხარი: მაშინ თქვენ გამოგზავნეთ მარცვლეული და ჩვენ მას აქ ფქვილად გადავაქცევთ და აქედან გაუგზავნით აღნიშულ ქვეყნებს. ამ საკითზე შევთანხმდით. ორ-სამ დღეში გვექნება სატელეფონო საუბარი ბატონ პუტინთან. ასევე არის სასუქის საჭიროება, მათაც შევიძენთ და გავაგზავნით მსოფლიო ბაზრებზე და განუვითარებელ ქვეყნებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები