ჩავუშოღლუ: „შვედეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია“

ჩავუშოღლუ: „შვედეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია“

1962625
ჩავუშოღლუ: „შვედეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მათი მოლოდინი შვედეთისგან, რომელსაც ნატოში გაწევრიანება სურს, ტერორიზმის დაფინანსების, რეკრუტირებისა და პროპაგანდისტული საქმიანობის შეწყვეტაა. ასევე სხვა საჭირო ზომების მიღებაა საჭირო.

ჩავუშოღლუმ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული საერთაშორისო დონორთა კონფერენციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პრესკონფერენციის დროს, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშრებით კითხვაზე ჩავუშოღლუმ ასეთი პასუხი გასცა: „შვედეთმა კონსტიტუციაშიც შეიტანა ცვლილება. რა არის ამის მიზანი? კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ტერორიზმთან ბრძოლაში, მათ შორის PKK-ს მხარდამჭერების დაფინანსების აქცია, ხალხის რეკრუტირება და სხვა ტერორისტული პროპაგანდის დასრულება. სამწუხაროდ, სკანდინავიის ქვეყნების კანონები არასაკმარისია ტერორიზმთან ბრძოლაში. თუ დაეში პროპაგანდას ეწევა, ყველა ხელს უშლის, მაგრამ როცა ამას PKK აკეთებს, არავინ უშლის ხელს მათ. ჩვენი მოლოდინი შვედეთისგან არის ის, რომ მათ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. დღემდე მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ისინი არასაკმარისია. ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული ორგანიზაციის რეკრუტირებისა და პროპაგანდისტული საქმიანობის შეწყვეტა აუცილებელია. გარდა ამისა, არიან ადამიანები, ვისი ექსტრადიციაც მოვითხოვეთ. ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ველოდებით“.



მსგავსი ინფორმაციები