თურქეთი გმობს ისრაელის თავდასხმებსა და ძალადობრივ აქტებს

თურქეთმა უმკაცრესად დაგმო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებისა და ისრაელელი მაცხოვრებლების მხრიდან თავდასხმების და ძალადობის ესკალაცია

1956710
თურქეთი გმობს ისრაელის თავდასხმებსა და ძალადობრივ აქტებს
disisleri bakanligi.jpg
israil bati seria saldiri.jpg

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უმკაცრესად დაგმო იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ჯარებისა და ისრაელელი მაცხოვრებლების მხრიდან თავდასხმების და ძალადობის ესკალაცია.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გახშირებულ თავდასხმებს და ძალადობის აქტებს ისრაელის ძალების და ისრაელელი მაცხოვრებლების მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე“. - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია: „ისრაელის ჯარების თავდასხმა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე, რომლის შედეგადაც დაიღუპა 7 პალესტინელი და ისრაელელი მაცხოვრებლების მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჰუვარაში პალესტინელი მაცხოვრებლების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება, მიუღებელია“.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მზარდმა თავდასხმებმა და მოქმედებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა რეგიონში, კვებავს ძალადობის სპირალს და ზიანს აყენებს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა შემცირდეს დაძაბულობა რამაზანის წმინდა თვის განმავლობაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებებს თავდასხმების შეწყვეტის შესახებ და მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას გამოიჩინოს საღი აზრი და იმოქმედოს პასუხისმგებლობით“.

შეგახსენებთ, რომ ექვსი პალესტინელი დაიღუპა და ბევრი დაშავდა ისრაელის ჯარისკაცების მიერ ოკუპირებული იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკის დარბევისას.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები