ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში იმყოფება

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში იმყოფება

1946291
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში იმყოფება

6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა თქვა: „ეს გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი კატასტროფაა“.

კოენმა ამის შესახებ დედაქალაქ ანკარაში თვის თურქ კოლეგა, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შედმეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანი, მიწისძვრების შემდეგ თურქეთთან ისრაელის სოლიდარობის ჩვენება და ამავდროულად ორმხრივი ურთიერთობების განხილვა გახლავთ.

„ჩვენი ურთიერთობები მართლაც გაუმჯობესდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ისრაელის მთავრობისა და ისრაელის ხალხის სახელით მინდა გადმოგცეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და მხარდაჭერის დაპირებები. ის რაც თურქეთს დაატყდა თავს, გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ სოლიდარული თურქეთისა და თურქი ხალხის მიმართ და ასე გავაგრძელებთ მომავალში. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ არა მხოლოდ გაჭირვებულთა დახმარებას, არამედ, ყველანაირი სხვა დახმარებისთვისაც მზად ვართ. რადგან რამდენადაც მე მესმის, წინ არსებული პრობლემები ნამდვილად დიდია“, განაცხადა ელი კოენმა.



მსგავსი ინფორმაციები