ნანგრევებიდან იმედის მომცემი ფაქტები გრძელდება

ნანგრევებიდან იმედის მომცემი ფაქტები გრძელდება

1943539
ნანგრევებიდან იმედის მომცემი ფაქტები გრძელდება
deprem kurtarma.jpg
deprem kurtarma.jpg
deprem kurtarma.jpg
deprem kurtarma.jpg

ასობით სამაშველო ჯგუფი და ათასობით მოხალისე მუშაობს სასიხარულო ამბის მოსაწოდებლად ქაჰრამანმარაში მიწისძვრების ნანგრევებიდან, რომელმაც თურქეთი ღრმად შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ გადის საათები, იმედის მომცემი ამბებიც მოდის ნანგრევებიდან.

ჰათაიში ნანგრევების ქვეშ მყოფი 2 ქალი 48 საათის შემდეგ გადაარჩინეს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, ნანგრევებიდან ცოცხლები გამოიყვანეს 52 წლის მონა გაზელი და 74 წლის ნეჯლა მელექი. გაზელი და მელექი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ჰათაის ისკენდერუნის რაიონში, მუსტაფა ქემალის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ნანგრევებში დახმარების თხოვნის ხმები გაიგეს. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ნანგრევებიდან 33 წლის წარმოშობით სირიელი იმედ საბაჰა და მისი ორი წლის გოგონა ვეფა საბაჰა ცოცხალი ამოიყვანეს. ისევ ჰათაიში, უღურ მუმჯუს ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიან მაშველებმა 45 საათის შემდეგ კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს ცოცხლად.

მსგავსი სასიხარულო მოვლენები მოხდა ადიამანში და შანლიურფაშიც. ადიამანში მაშველებმა ერთი ბავშვი ამოიყვანეს ცოცხლად. შანლიურფაში კი 47 საათის შემდეგ 5 წლის ბავშვი, აჰმედ აიაზ აბაქი ამოიყვანეს ცოცხლად. ბავშვები კონტროლის მიზნით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები