ფაჰრეთთინ ალთუნი მოსახლეობას მოუწოდებს

ფაჰრეთთინ ალთუნი მოსახლეობას მოუწოდებს

1943098
ფაჰრეთთინ ალთუნი მოსახლეობას მოუწოდებს

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში მიწისძვრის შესახებ დაუდასტურებელი და არარეალური პოსტები დანაშაულს წარმოადგენს და მოქალაქეებს მოუწოდა, ზუსტი ინფორმაციისთვის მიჰყვნენ ოფიციალურ განცხადებებს.

Twitter-ის თავის პოსტში ალთუნმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სახის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ მოქალაქეებთან მისასვლელად, რომელიც უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაარჩენს სიცოცხლეს.

„სოციალური მედიაში მავნე ადამიანების მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი და არარეალური პოსტები, რომლებიც საჯაროდ ავრცელებენ, შეცდომაში შეჰყავთ ადამიანები. ეს კი თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 5237-ე მუხლის თანახმად დანაშაულია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა პატივი არ სცენ ამდაგვარ პოსტებს და თვალყური ადევნონ ოფიციალურ განცხადებებს“, აცხადებს ფაჰრეთთინ ალთუნი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები