პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

1936821
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთში წმინდა ყურანის დაწვის შესახებ განაცხადა: „თუ არ სცემთ პატივს თურქეთის რესპუბლიკის ან მუსლიმების რელიგიურ მრწამსს, ჩვენგანაც ნატოს საკითხზე ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებთ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება დედაქალაქ ანკარაში გამართული მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.

ერდოღანმა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, დანიელი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, რასმუს პალუდანისთვის წმინდა ყურანის დაწვის ნებართვის მიცემა მკაცრად გააკრიტიკა.

„თუ არ სცემთ პატივს თურქეთის რესპუბლიკის ან მუსლიმების რელიგიურ მრწამსს, ჩვენგანაც ნატოს საკითხზე ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებთ“. - განაცხადა ერდოღანმა და დაამატა: „ვინც ჩვენი საელჩოს წინ ასეთი საზიზღრობის ჩადენა გამოიწვია, არ უნდა ელოდონ ჩვენგან რაიმე სიკეთეს ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადთან დაკავშირებით“.

დანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „მკაცრი მიმართულება“ ლიდერმა რასმუს პალუდანმა შაბათს დაწვა ყურანი სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ და არავის მისცეს უფლება მიახლოებოდა პალუდანს გადაჭედილი პოლიციის მფარველობით გამართულ აქციაზე.

ივნისში, ესპანეთში გამართულ ლიდერთა სამიტზე, ფინეთმა და შვედეთმა მოაწერეს ხელი სამმხრივ მემორანდუმს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი აღმოფხვრიან თურქეთის შეშფოთებას ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რათა მწვანე შუქი მისცეს ალიანსში მათ გაწევრიანებას.



მსგავსი ინფორმაციები