პრეზიდენტმა ერდოღანმა ნულოვანი ემისიების შესახებ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ნულოვანი ემისიების შესახებ განცხადება გააკეთა

1931932
პრეზიდენტმა ერდოღანმა ნულოვანი ემისიების შესახებ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, 2053 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევა რესურსების ეფექტურად გამოყენებით, კვლევისა და განვითარების და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ დედაქალაქ ანკარაში, „2053 წლის ნულოვანი ემისია, კვლევისა და განვითარების და ინოვაციური საქმიანობის საკოორდინაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვლის დროს განაცხადა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ დაიწყეს მწვანე განვითარების ინიციატივების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაამატა: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, 2053 წლის ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად, ჩვენი რესურსების ეფექტურად გამოყენებით, კვლევისა და განვითარების და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერით. ჩვენი წარმატება თავდაცვის ინდუსტრიაში, რომელიც არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ლოკომოტივი, ამის ყველაზე ნათელი დასტურია. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული მივაღწიოთ მწვერვალს ყველა სფეროში, პოლიტიკიდან ეკონომიკამდე, სოციალური სფეროდან ტექნოლოგიებამდე“.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მათ ხელთ არსებულ საშუალებებსა და რესურსებს მთელი კაცობრიობის სამსახურში იყენებენ.

„ჩვენ ეს დავამტკიცეთ იმით, რაც გავაკეთეთ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის დროს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, იმ პოზიტიური განვითარებით, რაც განვახორციელეთ, განსაკუთრებით მარცვლეულის დერეფნის საკითხში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები