გასულ წელს თურქეთიდან დეპორტირებული მიგრანტების რაოდენობა

გასულ წელს თურქეთიდან დეპორტირებული მიგრანტების რაოდენობა

1927014
გასულ წელს თურქეთიდან დეპორტირებული მიგრანტების რაოდენობა

გასულ წელს თურქეთიდან 124 ათას 441 არალეგალი მიგრანტი იქნა დეპორტირებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის მართვის დირექტორატის სოციალური ქსელით გაზიარებულ ვიდეოპოსტში, მიგრაციის მართვის 2022 წლის მონაცემებია მოცემული.

მის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანაში 280 ათას 206 არალეგალი მიგრანტის შემოსვლა აღკვეთეს. განმეორების გარეშე დაკავებული მიგრანტების რაოდენობა 236 ათას 572-ს შეადგენს. გასულ წელს დეპორტირებული არალეგალი მიგრანტების რაოდენობამ 124 441 შეადგინა.

დეპორტირებული არალეგალური მიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 161 პროცენტით გაიზარდა. დეპორტაციის წარმატების მაჩვენებელმა, დეპორტაციის პროცესის და განმეორებითი დაკავებების გამოკლებით, 71 პროცენტი შეადგინა.

დეპორტაციის ცენტრების რაოდენობა 30-მდე, ხოლო ტევადობა 20 ათას 540-მდე გაიზარდა.

ამჟამად თურქეთში 3 მილიონ 535 ათას 898 სირიელი ცხოვრობს. გასულ წელს სირიის უსაფრთხო ზონებში 58 ათას 758 სირიელი მოხალისე დაბრუნდა, ამ დროისთვის კი ეს ციფრი სულ 539 ათას 332-ია.

გასულ წელს 1 მილიონ 395 ათას 55 ადამიანმა და დღემდე კი 1 მილიონ 549 ათას 680 ადამიანმა გაიარა „სოციალური ჰარმონიისა და ცხოვრების ტრენინგები“ (SUYE).

მიგრაციის საკონსულტაციო ცენტრებმა მომსახურება 1 მილიონ 164 ათას 362 ადამიანს გაუწიეს. სასწავლო აქტივობებში, როგორიცაა ზოგადი, პროფესიული, თურქული ენა, წერა-კითხვისა და ყურანის კურსები 1 მილიონ 948 ათას 224 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გადაარჩინეს 1024 არალეგალი მიგრანტის სიცოცხლე, რომლებმაც სასწრაფო დახმარება მოითხოვეს, ძირითადად ტრეფიკინგის, მიგრანტების კონტრაბანდისა და ზღვაში დარჩენის გამო.



მსგავსი ინფორმაციები