პრეზიდენტი ერდოღანი G20-ის სამიტზე დასასწრებად კუნძულ ბალიზე ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი G20-ის სამიტზე დასასწრებად კუნძულ ბალიზე ჩავიდა

1905880
პრეზიდენტი ერდოღანი G20-ის სამიტზე დასასწრებად კუნძულ ბალიზე ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, „დიდი ოცეულის“ ლიდერთა მე-17 სამიტზე დასასწრებად ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩავიდა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, 15-16 ნოემბერს გასამართი სამიტის მთავარი თემა იქნება „აღვდგეთ ერთად, ვიყოთ უფრო ძლიერი.“

ამავე ინფორმაციით, G20-ის ლიდერები გაცვლიან იდეებს სამ სესიაზე სახელწოდებით „სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება“, „ჯანდაცვა“ და „ციფრული ტრანსფორმაცია“.

ბალიზე ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის მასპინძელ, ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოსთან.

შეხვედრაზე განიხილება თურქეთსა და ინდონეზიას შორის ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები.



მსგავსი ინფორმაციები