პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან

1901928
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, საუბრის დროს 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მარცვლეულის დერეფანმა კვლავ დაიწყო ფუნქციონირება რუსეთთან და უკრაინასთან უმაღლეს დონეზე განხორციელებული დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ახლა აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს სტამბოლის შეთანხმების ვადის გახანგრძლივებაზე.

გუტერეშმა ასევე მადლობა გადაუხადა ერდოღანს მარცვლეულის დერეფნის მუშაობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

პრეზიდენტი ერდოღანი ასევე შეეხო სირიაში გაგზავნილ ტრანსსასაზღვრო ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გახანგრძლივების მცდელობების ძლიერ მხარდაჭერას ელოდება, რომელსაც ვადა 10 იანვარს ეწურება.



მსგავსი ინფორმაციები