რეჯეფ თაიფ ერდოღან ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რეჯეფ თაიფ ერდოღან ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1900700
რეჯეფ თაიფ ერდოღან ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიის კანცლერ შოლცთან მათ მიერ განვითარებულ მჭიდრო დიალოგს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყველა სფეროში განმტკიცების მიზნით. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი ელოდება გერმანიის ნეიტრალურ პოზიციას თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების მიმართ, თურქეთ-ევროკავშირის დიალოგის, საბაჟო კავშირის განახლების და გაწევრიანების მოლაპარაკებების აღდგენას.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა და გერმანიის კანცლერმა შოლცმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე შეაფასეს რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მოვლენებიც.



მსგავსი ინფორმაციები