მევლუთ ჩავუშოღლუმ სერგეი ლავროვთან 3+3-ის საკითხები განიხილა
მევლუთ ჩავუშოღლუმ სერგეი ლავროვთან 3+3-ის საკითხები განიხილა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვთან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩავუშოღლუმ და ლავროვმა სატელეფონო საუბრის დროს, მარცვლეულის დერეფნის საკითხი, კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და 3+3-ის ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, საქართველო, ირანი) საკითხები განიხილეს.
მეორეს მხრივ, ჩავუშოღლუმ ასევე სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ და პანამელ კოლეგებთან.
ირანელ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს.
რაც შეეხება, პანამელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს, ჩავუშოღლუმ, ჟანაინა ტევანეი მენკომოს ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
მსგავსი ინფორმაციები

ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციას შეეხო