სინირლიოღლუმ PKK/YPG-ს მიმართ წარმოებულ ოპერაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

სინირლიოღლუმ PKK/YPG-ს მიმართ წარმოებულ ოპერაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

1897722
სინირლიოღლუმ PKK/YPG-ს მიმართ წარმოებულ ოპერაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

გაეროში თურქეთის  მუდმივმა წარმომადგენელმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ, თურქეთის, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციების წინააღმდეგ კრიტიკას ასე უპასუხა: „მე ვეკითხები მათ, ვინც ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ ტერორისტულ ორგანიზაციას ან მათ, ვინც „წუხდება“ თურქეთის გადაწყვეტილებებით აღმოფხვრას ეს ტერორისტული საფრთხე. როდემდე უგულებელყოფთ ამ ტერორისტული ორგანიზაციის დანაშაულებებს? მინდა კიდევ ერთხელ მტკიცედ ავღნიშნო, რომ PKK/YPG საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. 2019 წლის ოქტომბერში, აშშ-სთან და რუსეთთან ტელ-რიფატთან და მანბიჯთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება, რომელიც საზღვრიდან 30 კილომეტრის სიღრმეში ტერიტორიების ტერორისტებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, სრულად არ განხორციელებულა. თურქეთი ებრძვის ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას თავდაცვის უფლების შესაბამისად გაეროს წესდების 51-ე მუხლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. ისევე როგორც წარსულში. თურქეთი იღებს ყველა ზომას, რათა რეგიონში სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაზარალდნენ“.



მსგავსი ინფორმაციები