პრეზიდენტმა ერდოღანმა „გაეროს დღესთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა ერდოღანმა „გაეროს დღესთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

1897093
პრეზიდენტმა ერდოღანმა „გაეროს დღესთან“ დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფერენდუმთან დაკავშრებით თავისი მოწოდება კიდევ ერთხელ გაიმეორა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 24 ოქტომბერს, გაეროს დღესა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებიდან 77 წლის იუბილესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის მესიჯში განაცხადა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კონკრეტული წვლილი შეაქვს გაეროში მიმდინარე მუშაობაში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების სფეროებში. მისივე თქმით, ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო 20 ქვეყნიდან, ვინც მონაწილეობს გაეროს გენერალურ ბიუჯეტში რა, ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებსა და სააგენტოებთან გაეროს რეგიონალური შტაბ-ბინის სტამბულში გადატანასთან დაკავშირებით შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.

„იმ ინტენსიური ძალისხმევის შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ გაეროს გენერალურ მდივანთან, ბ-ნ ანტონიო გუტერესთან თანამშრომლობით, ჩვენ ვუძღვებით უკრაინული მარცვლეულის მსოფლიოში გადატანას შავი ზღვის გავლით. სტამბულის შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ დღემდე მივაწოდეთ 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და მსგავსი პროდუქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ დიპლომატიურ კონტაქტებს, რათა უზრუნველვყოთ გადაზიდვის შეუფერხებლად გაგრძელება“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი თავის მესიჯში აღნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას ისლამოფობიასთან და კულტურულ რასიზმთან ბრძოლაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და სიმშვიდეს და რომ მათ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, 15 მარტის, გაეროს მხრიდან, საერთაშორისო ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოცხადებისთვის.



მსგავსი ინფორმაციები