კატარის ემირი დღეს თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

კატარის ემირი შეიხი ტამიმ ბინ ჰამედ ალ-თანი დღეს თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

1892907
კატარის ემირი დღეს თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

კატარის ემირი შეიხი ტამიმ ბინ ჰამედ ალ-თანი დღეს თურქეთს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, თურქეთ-კატარის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მერვე შეხვედრა გაიმართება სტამბოლში პრეზიდენტ ერდოღანისა და კატარის ემირის ალ თანის მონაწილეობით.

სტრატეგიული კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ასევე დაესწრებიან შესაბამისი მინისტრები, თურქეთ-კატარის ურთიერთობები ყველა ასპექტში განიხილება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრებენ.

მოლაპარაკებების დროს გათვალისწინებულია თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორ კატართან ურთიერთობეის გარდა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლა.



მსგავსი ინფორმაციები