პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS ინტერვიუ მისცა

ერდოღანი: „ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის“.

1881934
პრეზიდენტმა ერდოღანმა ამერიკულ ტელეკომპანია PBS ინტერვიუ მისცა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩასულ ნიუ-იორკში, ამერიკულ ტელეკომპანია PBS-სთან ინტერვიუს დროს  საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო დღის წესრიგი შეაფასა.

„თქვენ გაქვთ განზრახული გაწევრიანდეთ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციაში არიან რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული ღირებულებები და მიზნები, ვიდრე ნატოს. როგორია თქვენი სურვილი, თქვენი ქვეყანა იყოს აღმოსავლეთის თუ დასავლეთის ნაწილი?“ კითხვაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ ვართ მსოფლიოს ნაწილი, არც აღმოსავლეთის და არც დასავლეთის. ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი გეოგრაფიულად აღმოსავლეთს ეკუთვნის. ის ნაწილი, რომელიც დასავლეთს ეკუთვნის, ცალკეა. მაგრამ ევროკავშირი ჩვენ 52 წელია გვალოდინებს. თუმცა, ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყანა ვართ, ალიანსის წევრი ქვეყნებიც კი გვაკავებენ ევროკავშირის პროცესის დროს. ევროკავშირი, რომელიც ჩვენ 52 წელია გვალოდინებს და მასთან დაახლოების საშუალებას არ გვაძლევს, აღარ აქვს იმის უფლება გვკითხოს თუ ვისთან გავმართავთ შეხვედრას და მოლაპარაკებებს. დიახ გავმართე მოლაპარაკებები, ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიქნებით ანგარიშვალდებული ევროკავშირის წინაშე. ჩვენ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. სამიტის ფარგლებში მე შეხვედრა გავმართე ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ასევე ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვა ქვეყნების მეთაურებთან, რადგან ჩვენ ყველანი ამ სამყაროს ნაწილი ვართ. როდესაც ჩვენ გვაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არავინ გვეკითხება თუ რატომ შევხვდით მათ?“ - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ტელეკომპანია PBS-სთან ინტერვიუს დროს.



მსგავსი ინფორმაციები