30 აგვისტო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

დღეს 30 აგვისტოა, გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე

1873739
30 აგვისტო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება

დღეს 30 აგვისტოა, გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღე.

დიდი ლიდერის მუსტაფა ქემალ ათათურქის მეთაურობით თურქეთის არმიის მიერ 1922 წის 26 ივლისს დაწყებული და 30 აგვისტოს გამარჯვებით დააგვირგვინებული ამ დიდი შეტევისა და ბაშქომუთანლიქის მოედნის ბრძოლის 100 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება ქვეყნის მასშტაბით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასა და უცხოეთის წარმომადგენლობებში.

დიდი გამარჯვების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დედაქალაქ ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში სპეციალური პროგრამა გაიმართება, სადაც მონაწილეობას 913 მუსიკოსი მიიღებს.

30 აგვისტოს გამარჯვების დღე აღინიშნება სტამბოლის ტაქსიმის მოედანზე და იზმირის ჯუმჰურიეთის მოედანზე გამართული ცერემონიებით.

ანტალიაში დღესასწაულის გამო აეროპორტის სამგზავრო დარბაზები წითელი და თეთრი ბუშტებითაა მორთული. ოპერის მომღერლებმა ტერმინალში ბენდის თანხლებით ეროვნული ჰიმნი შეასრულეს, ფოლკლორის გუნდმა კი მაყურებელი ცეკვებით მოხიბლა.

მერსინში რესპუბლიკის მოედანზე 30 აგვისტოს გამარჯვების დღის აღნიშვნის პროგრამის ფარგლებში ცერემონია გაიმართა.

30 აგვისტოს გამარჯვების და თურქეთის შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ცერემონია გაიმართა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში თურქულ ძმათა სასაფლაოზეც.



მსგავსი ინფორმაციები