3 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა
3 აგვისტოს დაჭრილი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.
საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენი შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული „კლანჭი-ბლოკირება“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონში სეპარატოსტი ტერორისტების მხრიდან 3 აგვისტოს ხელნაკეთი ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც მაშინვე იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი, ყველა მცდელობის მიუხედავად დაიღუპა.“
სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულის ოჯახს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარსაც უცხადებს.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს