ბოზდაღი: „შვედეთისა და ფინეთისგან ჯერ არ მიგვიღია ტერორისტების ექსტრადაციასთან დაკავშირებით პასუხი“

ბოზდაღი: „შვედეთისა და ფინეთისგან ჯერ არ მიგვიღია ტერორისტების ექსტრადაციასთან დაკავშირებით პასუხი“

1863662
ბოზდაღი: „შვედეთისა და ფინეთისგან ჯერ არ მიგვიღია ტერორისტების ექსტრადაციასთან დაკავშირებით პასუხი“

იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი იმ ტერორისტებთან დაკავშირებით, რომლებიც თურქეთმა მოითხოვა ამ ქვეყნებისგან.

ბექირ ბოზდაღმა ჟურნალისტებთან საუბრის დრსო, დღის წესრიგთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. მისი თქმით, შვედეთს და ფინეთს, ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშრებით თურქეთთან გაფორმებული მემორანდუმის დანაპირები ჯერ არ შეუსრულებია. ბოზდაღის თქმით, პირველ ეტაპზე აღნიშნული ქვეყნებიდან 33 ტერორისტის ექსტრადაცია მოითხოვეს.

„თურქეთს სულ 33 ტერორისტზე ჰქონდა მოთხოვნა გაკეთებული. ჩვენ განვაახლეთ ეს მოთხოვნები და მივაწოდეთ ახლები, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. ამ პროცესში შვედეთისა და ფინეთის მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს ახლოდან ვაკვირდებით. თუ ამას შეინარჩუნებენ, კარგია. შვედეთი, ფინეთი, გერმანია და საფრანგეთი არიან PKK-ს და FETÖ-ს ინკუბატორები. ისინი, ზემოთ აღნიშნულ ტერორისტებს უფლებას აძლევენ განახორციელონ მთელი თავიანთი საქმიანობა უსაფრთხოდ პოლიციის მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ. ისინი თვალს ხუჭავენ ტერორისტების დაკომპლექტების და წვრთნების საქმიანობებზე. თუ შვედეთის და ფინეთის მთავრობები შეასრულებენ დანაპირებს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თურქეთიც შეასრულებს თავის სიტყვას და გადადგას საჭირო ნაბიჯს პროცესის დასასრულებლად, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, თურქეთიც რა თქმა უნდა საჭირო ნაბიჯს არ გადადგამს“, განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.  


საკვანძო სიტყვები: #FETÖ , #PKK , #ფინეთი , #შვედეთი , #ბექირ ბოზდაღი

მსგავსი ინფორმაციები