ფაჰრეთთინ ქოჯა: „თურქეთში ამ დროისთვის მაიმუნის ყვავილის ვირუსით 5 პაციენტი გამოვლინდა“

ფაჰრეთთინ ქოჯა: „თურქეთში ამ დროისთვის მაიმუნის ყვავილის ვირუსით 5 პაციენტი გამოვლინდა“

1862612
ფაჰრეთთინ ქოჯა: „თურქეთში ამ დროისთვის მაიმუნის ყვავილის ვირუსით 5 პაციენტი გამოვლინდა“

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის თურქეთში, მაიმუნის ყვავილის ვირუსით 5 პაციენტი გამოვლინდა. მან ამის შესახებ ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში ამ დროისთვის მაიმუნის ყვავილის ვირუსით 5 პაციენტია გამოვლენილი. ამ, 5 პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ტესტირება და მათთან ერთად, მათი უახლოესი გარემოც იზოლირებული იქნენ. 4 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და გაეწერეს, ხოლო ერთი პაციენტი ამ დრომდე იზოლირებულია. აღნიშნული ვირუსი ჩვენი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს ენდემურ, ან გლობალურ პანდემიის რისკს“, განაცხადა ფაჰრეთთინ ქოჯამ.

მისივე თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირველი ვარიანტები უფრო ძლიერი და საზიანო იყო, მაგრა, ომიკრონ-ის ვარიანტი უფრო გადამდები იყო, თუმცა პაციენტებში მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა.

მინისტრმა ბოლოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ხანდაზმულებს მოუწოდა, რომ გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ დოზა“.



მსგავსი ინფორმაციები