ჰაქქარიში PKK-ს კიდევ 4  ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჰაქქარიში PKK-ს კიდევ 4  ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1849686
ჰაქქარიში PKK-ს კიდევ 4  ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჰაქქარის ოლქის ქირქდაღის სოფელში განხორციელებული „ერენ-ბლოკადა-2“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში კიდევ 4, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელის მეშვეობით შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გაავრცელა. მინისტრისვე თქმით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები, რომელშიც ჟანდარმერიის კომანდოს, ჟანდარმერიის სპეციალური ოპერაციების (JÖH), პოლიციის სპეცოპერაციების (PÖH) და უსაფრთხოების დაცვის ეკიპაჟებიც არიან ჩართული, ამ დრომდე გრძელდება.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული, „კლანჭი-ბლოკირება“ და „ვეფხვის კლანჭი“-ს სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების რეგიონებში კიდევ 6 PKK-ს წევრი იქნა განეიტრალებული.


საკვანძო სიტყვები: #ჰაქქარი , #PKK

მსგავსი ინფორმაციები