ჰულუსი აქარი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა

ჰულუსი აქარი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა

1835295
ჰულუსი აქარი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტმა და აბუ-დაბის ემირმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა მიიღო.

ოფიციალური ვიზიტით აბუ-დაბიში მყოფმა ჰულუსი აქარმა თავის კოლეგა, მუჰამედ ბინ აჰმად ალ ბოვარდისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტს და აბუ-დაბის ემირ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონალური, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები იქნა განხილული. ჰულუსი აქარმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვები გადასცა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ჰულუსი აქარმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს ასევე ქვეყნის პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები