გერმანიის და საფრანგეთის ელჩები საგრეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

ჩავუშოღლუმ დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1835238
გერმანიის და საფრანგეთის ელჩები საგრეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარაში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, მათ ქვეყნებში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების გამო სამინისტროში გამოიძახეს და შესაბამისი ნოტა გადასცეს.

მევლუთ ჩავუშოღლუმ, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-სთან (AA) ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

გერმანიასა და საფრანგეთში PKK-ის დემონსტრაციებზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ამ ქვეყნების ელჩები მათ ქვეყნებში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების გამო სამინისტროში იქნენ გამოძახებული და შესაბამისი ნოტა გადაეცათ.

ჩავუშოღლუმ, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა: „შეხვედრებზე ჩვენ ვხსნით, თუ რატომ ვართ ამის წინააღმდეგი. მათ უნდა აიღონ ვალდებულება, მხარი დაუჭირონ ჩვენს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. მათ უნდა შეცვალონ ტერორის მიმართ კანონები.“

მინისტრმა ჩავუშოღლუმ, სირიის ჩრდილოეთში, PKK/YPG-ის წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციაზე საუბრისას თქვა: „მაშინ, როდესაც თავდასხმები გრძელდება, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს თვალი ჩუმად ვადევნოთ. ჩვენ გვაქვს უფლებები, რომლებიც გამომდინარეობს გაეროს და საერთაშორისო სამართლისგან. ტერორისტული საფრთხის აღმოფხვრა ჩვენი ვალია, არ აქვს აზრი ეს სად იქნება, სირიაში თუ სხვაგან“.

ჩავუშოღლუმ, ეგეოსის ზღვის კუნძულების ბერძნული შეიარაღების შესახებაც ისაუბრა და დასძინა: „საჭირო გაფრთხილებები გავაკეთეთ. ასევე ორი წერილი გავაგზავნეთ გაეროში. თუ საბერძნეთი უკან არ დაიხევს ამ დარღვევებზე, ჩვენ კუნძულების სუვერენიტეტს ხელახლა განვიხილავთ“.



მსგავსი ინფორმაციები