რა საკითხები იქნა განხილული უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე?
რა საკითხები იქნა განხილული უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე?
გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართული უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სამ საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს თურქეთის მიგრაციის პოლიტიკა და ქვეყანაში სხვადასხვა სტატუსის მქონე უცხოელებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ზურგს არ აქცევს არც ერთ ჩაგრულ ან დაზარალებულს, რომელიც თურქეთის საზღვრებზეა მომდგარი და თავშესაფარს ითხოვს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სირიის ჩრდილოეთ რეგიონში, რომელიც თურქეთმა უსაფრთხო ზონად აქცია, დღემდე 500 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა.
„ჩვენი ერი და სახელმწიფო არასოდეს დაუშვებს ქსენოფობიას, რომელსაც ადგილი არ აქვს ჩვენს ცივილიზაციაში, რწმენაში, კულტურასა და ღირებულებებში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, ნათქვამია, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.