ალჟირის პრეზიდენტი ანკარას ეწვია
აბდულმეჯიდ ტებუნი, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მოწვევით გუშინ საღამოს დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა
1827296
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი, აბდულმეჯიდ ტებუნი, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მოწვევით გუშინ საღამოს დედაქალაქ ანკარაში ჩამოვიდა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, 15-17 მაისის ვიზიტის ფარგლებში, თურქეთ-ალჟირის თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს პირველი შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში ერდოღანისა და ტებუნის თავმჯდომარეობით გაიმართება.
თურქეთ-ალჟირის ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმს, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება, ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი და ტებუნი უხელმძღვანელებენ.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება