როგორ აფასებს თურქეთი, ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს?

პრეზიდენტი: „(ფინეთის ნატოში გაწევრიანება) პოზიტიურად არ ვუყურებთ“

1826630
როგორ აფასებს თურქეთი, ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს?

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში ჟურნალისტებთან საუბრის დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადა: „სამწუხაროდ, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციებისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითქმის საოჯახო სასტუმროებია. ამიტომ ჩვენთვის ეს შეხედულება მიუღებელია და პოზიტიურად არ ვუყურებთ. ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება. ადრე ჩვენამდე ადმინისტრაციები უშვებდნენ შეცდომებს ნატოსთან დაკავშირებით, მათ შორის საბერძნეთთან მიმართებაში. თქვენ იცით საბერძნეთის დამოკიდებულება თურქეთის მიმართ. ჩვენ ეს არ გვინდა. სკანდინავიის ქვეყნები თითქმის ტერორისტული ორგანიზაციების სასტუმრო სახლებია. ტერორისტული ორგანიზაციები (PKK-DHKPC) იქაურ პარლამენტებშიც არიან განლაგებული. შესაბამისად, ჩვენთვის შეუძლებელია ამას (ფინეთის ნატოში გაწევრიანებას) დადებითად შევხედოთ“.



მსგავსი ინფორმაციები