თურქეთმა ბაზელში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა ბაზელში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

1823797
თურქეთმა ბაზელში განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო

თურქეთმა, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის მხარდამჭერების მხრიდან შვეიცარიის ქალაქ, ბაზელში „23 აპრილის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე“ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, „23 აპრილის საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალზე“ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. ამ ვერაგული თავდასხმის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს მალო გამოჯანმრთელებას ვუსურვეთ და შესაბამისი უწყებებიდან დამნაშავეების გამოვლენას და უმკაცრესად დასჯას მოვითხოვთ“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ, „23 აპრილის საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალზე“, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის მხარდამჭერების მხრიდან თურქ მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა. თავდამსხმელები თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ ლოზუნგებს გაიძახოდნენ რა, ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები