თურქეთი ავღანეთს სამძიმარს უცხადებს

თურქეთი ავღანეთს სამძიმარს უცხადებს

1820614
თურქეთი ავღანეთს სამძიმარს უცხადებს

თურქეთმა, ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ორ ავტომობილზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულების და დაშავებულების გამო სამძიმარი გამოუცხადა.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დიდი მწუხარებით შეიტყვეს, რომ ავღანეთში ქალაქ, მაზარ-ი შარიფში ორი მანქანის აფეთქების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ამ არაადამიანურ ტერორისტულ თავდასხმებს, რომლებიც ბოლო დროს გახშირდა ავღანეთში და მოველით, რომ დამნაშავეები შესაბამისად იქნებიან დასჯილი. ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული რათა, მსგავსი ქმედებების თავიდან აცილება მოხდეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დაუღლულების სულები. ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს და მოძმე ავღანელ ხალხს, დაშვებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“.

ცნობისათვის, ქალაქ მეზარ-ი შარიფში ორ მიკროავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.


საკვანძო სიტყვები: #სამძიმარი , #ავღანეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები