„ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნები გრძელდება

„ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნები გრძელდება

1815987
„ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნები გრძელდება
mavi vatan tatbikat.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც სამი მხრიდან ზღვებით არის გარშემორტყმული, არჩევითი კი არა, არამედ სავალდებულოა ჰყავდეს ძლიერი საზღვაო ძალები.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ,  „ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნები დაწყების ცერემონიალზე ტელეკონფერენციის მეშვეობით ჩართვის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა, აქ სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ როგორც ერს, მსოფლიოში ყველაზე ძირძველი სახელმწიფო და ჯარის ტრადიცია აქვთ რა, მათ ყოველთვის ჰყავთ შეიარაღებული ძალები, რომლებიც მზად არიან სამშობლოს, ქვეყნის უფლებების და ინტერესებისა დასაცავად.

„’ლურჯი სამშობლო 2022’ წვრთნები 11 აპრილიდან გრძელდება, როგორც ოპერატიული მზადყოფნის დასასრულებლად, ასევე ჩვენი შიდა და ეროვნული შეიარაღების სისტემების ეფექტურობის შესამოწმებლად. შავი, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში ჩვენი საზღვაო ძალების სარდლობის ელემენტები, საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციით, ღმერთს მადლობა წარმატებით ახორციელებენ ამ წვრთნებს. ქვეყანა, რომელიც სამი მხრიდან ზღვებით არის გარშემორტყმული, არჩევითი კი არა, არამედ აუცილებელია ჰყავდეს ძლიერი საზღვაო ძალები“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ცნობისათვის, თურქეთი ეგეოსის ზღვაში, შავ ზღვასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ერთობლივად „ლურჯი სამშობლო-2022“ სახელწოდების წვრთნებს ატარებს, რომელშიც 122 ხომალდი, 41 თვითმფრინავი, 12 ათასი სამხედრო პერსონალი და ეროვნული წარმოების შეიარაღება იღებს მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები