პრეზიდენტმა  ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა  ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

1812603
პრეზიდენტმა  ერდოღანმა კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-ნეჰამერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ავსტრიის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და რეგიონალური საკითხები, მათ შორის 24 თებერვალს დაწყებული, რუსეთ-უკრაინის ომი იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომში ჰუმანიტარული კატასტროფის დასასრულებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლისთვის სტამბულის პროცესის მხარდაჭერა უნდა მოხდეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას არსებული პრობლემის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად ყველა ზომის მიღებას. ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა ავსტრიის კანცლერს ნეჰამერს, ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად გაწეული სამუშაოებისთვის და სტამბულის პროცესის მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, კანცლერმა ნეჰამერმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, Twitter-ის ანგარიშზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის დროს, მისი მოსკოვში ვიზიტიც განიხილეს რა, ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის არსებული პრობლემის მოგვარების ყველაზე კარგი შანსი, სტამბოლის პროცესია.



მსგავსი ინფორმაციები