პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შარიფთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან სატელეფონო საუბარი გამართა

1810775
პრეზიდენტმა ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შარიფთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის დროს ერდოღანმა პაკისტანის პარლამენტის სურვილის ჩარჩოებში შაჰბაზ შარიფს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგები სასიკეთო იქნება მეგობარი და მოძმე პაკისტანის ხალხისთვის და დაამატა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს პაკისტანში განვითარებულ მოვლენებს, რომელსაც თურქეთთან დიდი ხნის ისტორია, მეგობრობა და ძმობა აკავშირშირებს. მისივე თქმით, პაკისტანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა და წინააღმდეგობისა, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე უარი არ უთქვამს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მომავალშიც ყველა სახის მხარდაჭერას გაუწევს პაკისტანს ისე, როგორც ამას დღემდე აკეთებდა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პაკისტანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები