რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფუმიო კიშიდასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფუმიო კიშიდასთან სატელეფონო საუბარი გამართა

1807623
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფუმიო კიშიდასთან სატელეფონო საუბარი გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდასთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-კიშიდას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-იაპონიის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები და რეგიონალური საკითხები, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომი იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთ-იაპონიის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რაც შეიძლება მალე გაფორმება, სასარგებლო იქნება რა, მათ სურთ, რომ გაააქტიურონ თანამშრომლობის პოტენციალი ენერგეტიკის, კვების, სოფლის მეურნეობის, მოწინავე ტექნოლოგიების, თავდაცვისა და კოსმოსური მრეწველობის სფეროებში.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, შეფასდა 24 თებერვლიდან მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მოვლენები. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი აგრძელებენ მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისთვის.



მსგავსი ინფორმაციები