რეჯეფ თაიფ ერდოღან-ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1807232
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ალექსანდრ ვუჩიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანმა ვუჩიჩს პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელახალი არჩევა მიულოცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე იმედი გამოთქვა, რომ სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები, მეგობარი სერბი ხალხისთვის სასიკეთო იქნება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ მეგობრობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში ააშენეს, სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება სოლიდარობითა და გულწრფელობით.

სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის ომზეც, რომელიც 24 თებერვლიდან მოყოლებული გრძელდება, გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ომმა მთელ რეგიონზე მოახდინა გავლენა რა, მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს დგამენ.



მსგავსი ინფორმაციები