ფაჰრეთთინ ალთუნმა რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

ფაჰრეთთინ ალთუნმა რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

1804175
ფაჰრეთთინ ალთუნმა რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა

TÜRKİYE-ს პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში, სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა: „უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების TÜRKİYE-ში გამართვამ, ჩვენ და მთელ მსოფლიოს იმედი მოგვცა, რომ კრიზისი სწრაფად მოგვარდება. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ერდოღანი კრიზისის წარმოქმნიდან (24 თებერვალი) დღემდე, როგორც უკრაინის ასევე რუსეთის პრეზიდენტებთან მართავს პირდაპირ მოლაპარაკებებს. სწორედ, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში ჩვენი პრეზიდენტის ერდოღანის ინიციატივით შედგა. TÜRKİYE-ში გამართულმა შეხვედრამ ჩვენ და მთელ მსოფლიოს მოგვცა იმედი, რომ კრიზისი სწრაფად მოგვარდებოდა. TÜRKİYE არ შეწყვეტს სწრაფვას უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ჩვენს რეგიონს არ შეუძლია მეტი კონფლიქტი და ჰუმანიტარული კრიზისი. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მხარი დაუჭირონ TÜRKİYE-ს  დიპლომატიურ ინიციატივებს. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში“.



მსგავსი ინფორმაციები