პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1789530
პრეზიდენტმა ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ძლიერი თავისი პოლიტიკით, ეკონომიკით, სამხედრო ძალით და სოციალური სტრუქტურით. პრეზიდენტმა ამის შესახებ ანკარაში, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP), რომლის თავჯდომარეც თვითონ გახლავთ, გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ვინც უყურებს რა ხდება ჩვენს ირგვლივ, სამხრეთიდან ჩრდილოეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, გონიერებისა და სინდისის პერსპექტივიდან დაინახავს და მიიღებს ამ ჭეშმარიტებას. უდაო ფაქტია, რომ არც ერთი მოვლენა, განვითარება, არც ერთი კრიზისი ჩვენს რეგიონში არ ყოფილა თურქეთისგან დამოუკიდებელი. მმართველობაში ჩვენს მოსვლამდე, ყველას შეეძლო პროცესები საკუთარი ინტერესების მიხედვით წარემართა. განსაკუთრებით საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაში, ეს გზა ყველა მათგანისთვის ჩაიკეტა. ე.წ რევოლუციური სცენარების განხორციელება კი მთლიანად იქნა აღმოფხვრილი. ამიტომ ჩვენი ქვეყანა, უნდა იყოს ძლიერი თავისი პოლიტიკით, ეკონომიკით, სამხედრო ძალით და სოციალური სტრუქტურით. მიუხედავად იმისა, რომ სიმართლე ცხადია, ისინი, ვინც ეძებენ ძალაუფლების გზას პროექტების ალიანსებში და არა ეროვნულ ნებაში, სამწუხაროდ, ნებაყოფლობით მოქმედებენ ამ ბნელი სცენარებისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #ანკარა , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები