ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

“გაერო არ ითვალისწინებს კვიპროსელი თურქების აზრებს“

1769838
ანკარამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

 

თურქეთმა განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) განცხადებას გაეროს უშიშროების საბჭოს იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც კუნძულზე განლაგებული გაეროს სამშვიდობო ძალების მანდატის კიდევ 6 თვით გაგრძელებას ითვალისწინებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებულ ამ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: “ყველა მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ჩკთრ-ის ხელისუფლების აზრი ამ საკითხზე არ იქნა გათვალისწინებული, ამიტომაც ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაეროს წესებისა და პრინციპების დარღვევით. გაერო, სამართლებრივი რეგულაციის განხორციელებისგან დაჟინებით  იკავებს თავს, თუმცა, მისი სამშვიდობო ძალები, ჩკთრ-ის ხელისუფლების კეთილგანწყობილი მიდგომის ფარგლებში, დღემდე აგრძელებს თავისი მისიის გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩკთრ-ის მხრიდან გადადგმულ ყველა ნაბიჯს.“ ამავე განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭო, ერთის მხრივ  კუნძულზე მყოფ მხარეებს მოუწოდებს იპოვონ გამოსავალი, ხოლო მეორე მხრივ ცდილობს თურქულ მხარეს თავს მოახვიოს პრობლემის მოგვარების ის მოდელი, რომელიც 50 წელზე მეტი ხანია რაც მოქმედებს და არაეფექტურობით გამოირჩევა, ამიტომაც, ეს პოზიცია რეალობას მოწყვეტილი და წინააღმდეგობრივია. “კვიპროსში სამართლიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად საჭიროა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ და საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღონ გულწრფელი და კონსტრუქციული დამოკიდებულება კუნძულზე არსებული ვითარებისა და რეალობის გათვალისწინებით. ამ მიზნით კი მათ უნდა დაარეგისტრირონ კუნძულზე სუვერენული თანასწორობა და კვიპროსელი თურქი ხალხის თანაბარი საერთაშორისო სტატუსი, რასაც ისინი ღირსეულად იმსახურებენ.“ - აღნიშნულია ანკარის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები