ანკარამ ევროპის საბჭოს განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინა

“თურქეთის სასამართლოები დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი არიან“

1742716
ანკარამ ევროპის საბჭოს განცხადებაზე მკაცრი რეაგირება მოახდინა

 

ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა რომ ევროპის საბჭომ, აუცილებლად პატივი უნდა მიაგოს და ენდოს იმ სასამართლო პროცესს, რომელსაც ატარებენ თურქეთის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოები. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში პასუხი გაეცა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებას, რომელშიც მოითხოვენ თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (აუეს) მხრიდან გამოტანილი განაჩენის აღსრულებას, როცა ეს სასამართლო ჯერ კიდევ არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს. „ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესის პატივისცემის პრინციპიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავი შეიკავოს  ჩვენს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში ჩარევისგან. ყველამ, განსაკუთრებით კი ევროკომისიის მინისტრთა კომიტეტმა, აუცილებლად პატივი უნდა სცეს და ენდოს ჩვენი მიუკერძოებელი სასამართლოების მიერ წარმოებულ სასამართლო პროცესსაც და გამოტანილ განაჩენსაც. თურქეთმა, რომელიც არის ევროპს საბჭოს დამფუძნებელი წევრი, იცის თავისი პასუხისმგებლობები, რომლებიც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან. ამის დასტურია მარტო მიმდინარე წელს თურქეთის მხრიდან აუეს მხრიდან გამოტანილი 128, ხოლო მთლიანობაში კი 3674 განაჩენის აღსრულება,“ აღნიშნულია ანკარის განცხადებაში. ამავე განცხადებით, ევროპის საბჭოში სხვა ქვეყნების მიმართაც მრავალი განაჩენია გამოტანილი, რომლებიც კავალას საქმეზე უფრო ძველები არიან, მაგრამ, ისინი არ აღსრულებულა, თუმცა, რატომღაც კავალას მიმართ გამოტანილი განაჩენი დგას მუდმივად დღის წესრიგში, ამიტომაც ანკარას მიაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება, ვიდრე სამართლებრივი და ასეთი გაგება, პირველ რიგში თვით ევროპის საბჭოს რეპუტაციას აზიანებს. “თუ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს სურს შეინარჩუნოს ადამიანის უფლებათა სისტემის ეფექტურობა, მან უნდა მიატოვოს თავისი პარტიული და შერჩევითი დამოკიდებულება და ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ მიუკერძოებელი მიდგომით განიხილოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება,“ აღნიშნულია ანკარის განცხადებაში


საკვანძო სიტყვები: #ევროსაბჭო , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები