არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე პრინცი ხვალ თურქეთს ეწვევა

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე პრინცი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი ხვალ თურქეთს ეწვევა

1737503
არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე პრინცი ხვალ თურქეთს ეწვევა

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე პრინცი შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი ხვალ თურქეთს ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე პრინცი შეიხი მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

დედაქალაქ ანკარაში გასამართ შეხვედრებზე თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილება.

გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, მოლაპარაკებების დროს ასევე გათვალისწინებულია აზრთა გაცვლა აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.



მსგავსი ინფორმაციები