მევლუთ ჩავუშოღლუ ლიბანშია

მევლუთ ჩავუშოღლუ ლიბანშია

1734379
მევლუთ ჩავუშოღლუ ლიბანშია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ირანში გამართული შეხვედრების შემდეგ ლიბანში ჩავიდა. ჩავუშოღლუმ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ახალ მთავრობასთან ოფიციალური შეხვედრებისთვის ლიბანში ვიმყოფებით. ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ჩვენი თანამშრომლობა ლიბანთან გაგრძელდება.“

მევლუთ ჩავუშოღლუ ლიბანში პირელ შეხვედრას თავის კოლეგა, შერბილ ვეჰბესთან გამართავს. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტის დროს სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტ, მიშელ აუნის, პარლამენტის თავჯდომარე ნებიჰ ბერრის და პრემიერ-მინისტრ ნეჯიბ მიკატისაც შეხვდება.


საკვანძო სიტყვები: #ლიბანი , #მევლუთ ჩავუშოღლუ

მსგავსი ინფორმაციები