პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

1731147
პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიისა და გარდაცვალების რაოდენობა კონტროლირებად დონეზეა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მან განაცხადა, რომ თურქეთი წარმატებით აგრძელებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას პროაქტიული მიდგომით, ყურადღებით ადევნებს თვალყურს მსოფლიოში ეპიდემიასთან ბრძოლაში განვითარებულ მოვლენებს და რომ ეპიდემია, რომელიც უკვე მეორე წელიწადს უახლოვდება, კაცობრიობას ახალი ტალღების სახით ისევ უქმნის საფრთხეს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია სულ უფრო და უფრო ართულებს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის განვითარებულის, ძირითადი სერვისებისა და პროდუქტების ინფრასტრუქტურას და რომ ისინი არასოდეს დაუშვებენ რაიმე კრიზისს ჯანდაცვის სერვისებში.



მსგავსი ინფორმაციები