იტალიური მედია პრეზიდენტ ერდოღანის G20-ის სამიტს აფასებს

„სამიტის „გამარჯვებული“ ერდოღანი გახლდათ“

1728586
იტალიური მედია პრეზიდენტ ერდოღანის G20-ის სამიტს აფასებს

იტალიური მედია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასული კვირის ბოლოს რომში გამართულ G20-ის ლიდერთა სამიტის აფასებს და მას მოიხსენიებს, როგორც „გამარჯვებული“.

ქვეყნის ერთ-ერთმა მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Corriere della Sera-მ, სამიტზე დამსწრე ლიდერების შეფასებისას, პრეზიდენტი ერდოღანი დაასახელა, როგორც „სასურველი პირი, რომელთანაც შეხვედრა ყველას სურდა.“

გაზეთმა აღნიშნა, რომ ბევრ ლიდერს სამიტის დროს ერდოღანის ნახვა სურდა. „ის მასპინძელთან ერთად G20-ის მეორე მთავარი ლიდერი გახდა. თურქეთის პრეზიდენტი ყველაზე საინტერესო და გარდაუვალი თანამოსაუბრეა გახლდათ,“ აღნიშნულია გაზეთის მიერ საკითხთან დაკავშირებით შეფასების დროს.

გაზეთ, La Verita-ში გამოქვეყნებულ ახალ ამბებში; „თუ არის ვინმე G20-ის „გამარჯვებული“, ეს დიდი ალბათობით რეჯეფ თაიფ ერდოღანია. გადაჭარბებული შეფასებაა? ალბათ არა. რომის სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა ისარგებლა სამი ფაქტორით: აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკური სისუსტის წყალობით, როგორც საერთაშორისო, ისე საშინაო და ჩინეთის და რუსეთის ლიდერების არ მონაწილეობით,   ერდოღანს ჰქონდა მანევრირების დიდი ადგილი და მესამე იყო ის, რომ მან ცენტრალური როლი შეასრულა ზოგიერთ კრიტიკულ წერტილებში.

სამიტის შესახებ გაზეთ, Il Messaggero-ში გავრცელებულ ამბებში ნათქვამია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის განცხადებებით დაძაბული  თურქეთ-იტალიას ურთიერთობა დრაგისა და ერდოღანის შეხვედრით ხელმეორედ დათბა.

„G20-ის სამიტი წარმატებული იყო ერდოღანისთვის. ის არის ნამდვილი გამარჯვებული“, - ასეთი შეფასება გააკეთა ვებგვერდ „აფარიიტალიანი“-მ პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ.

მეორეს მხრივ, ეს ვებგვერდი საფრანგეთის პრეზიდენტ ემენუელ მაკრონისთვის სამიტს, „ცუდად“ აფასებს.



მსგავსი ინფორმაციები