ფაჰრეთინ ალთუნმა "TRT World Forum 2021"-ზე ვიდეო მიმართვა გააგზავნა

ფაჰრეთინ ალთუნმა "TRT World Forum 2021"-ზე ვიდეო მიმართვა გააგზავნა

1721919
ფაჰრეთინ ალთუნმა "TRT World Forum 2021"-ზე ვიდეო მიმართვა გააგზავნა

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა ვიდეო მიმართვა გააგზავნა "TRT World Forum 2021"-ზე, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება თემაზე "ძალა და პარადოქსი: 21-ე საუკუნეში დიდი სტრატეგიის გაგება."

ალთუნის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) კრიზისი თავს დაატყდა მსოფლიოს ცივი ომის დამთავრების შემდეგ ყველაზე ცუდ დროს და მრავალი საერთაშორისო კონფლიქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაუჭრელი დარჩა 2020 წელს.

მან განაცხადა, რომ ეს პროცესი ხელს უშლის სახელმწიფოებს ფოკუსირება მოახდინონ გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნაზე და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლაზე.

ფარეთინ ალთუნის თქმით, ჩანს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს სასწრაფოდ რეფორმა სჭირდებათ, რათა მათ შეძლონ ჰუმანიტარული კატასტროფებიდან დაწყებული გლობალური კლიმატის ცვლილებებით დამთავრებული გლობალური პრობლემების უფრო ეფექტურად მოგვარება.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი თვალყურს ადევნებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ სირთულეებს, იღებს ზომებს მათზე პასუხის გასაცემად და დაამატა: "პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ჩვენ რევიზირება მოვახდინეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ისე, რომ მოგვცეს გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ჩვენს უშუალო უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ რეგიონულ და გლობალურ პრობლემებზეც. ჩვენს ახლოს არსებული კონფლიქტების მოგვარება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. თურქეთის საგარეო პოლიტიკის შემქმნელებმა სირიაში, ლიბიაში და ერაყში კონფლიქტების მოსაგვარებლად სხვადასხვა ინიციატივა წამოაყენეს. ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის ჩათვლით ყველა კრიზისულ სფეროში დაინტერესებული მხარეები მოვიწვიეთ მონაწილეობა მიიღონ დიალოგში და კონსტრუქციულ დიპლომატიაში. ბატონმა პრეზიდენტმა ქვეყნებს ამ სეფროებში უთანხოების მოსაგვარებლად საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების მოწოდება გააკეთა. ”

ალთუნის თქმით, იმის ნაცვლად, რომ დაელოდონ ზესახელმწიფოების ლიდერის როლს კრიზისის დროს, საჭიროა სხვა ქვეყნებმა გააერთიანონ თავიანთი ძალები მიზნების მისაღწევად და იმედი გამოთქვა, რომ TRT World Forum-ზე გამოსვლები და დისკუსიები ხელს შეუწყობს ამ მიზნების მიღწევას.


საკვანძო სიტყვები: #ფაჰრეთინ ალთუნი , #TRT World Forum

მსგავსი ინფორმაციები