პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარის დედაქალაქად გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ანკარის დედაქალაქად გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დედაქალაქი ანკარა არის რესპუბლიკის ჩამოყალიბების, პროგრესის წინსვლის და დემოკრატიის განვითარების ცენტრი. პრეზიდენტმა ერდოღანმა, 1923 წლის 13 ოქტომბერს ანკარის დედაქალაქად გამოცხადების წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ეროვნული განმათავისუფლებელი ბრძოლის (1919-1923) პერიოდში და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების პროცესებში, ისტორიული როლის შემსრულებელი ანკარა, დღეისათვისაც დიდი ეროვნული მეჯლისის და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებებით ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია. ამ საპატიო და შინაარსობრივ დღეს პირველ რიგში სახელმწიფოს დამაარსებელ გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის ჩათვლით, ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის ფარგლებში დაღუპულ ყველა გმირებს დიდი პატივისცემით მოვიხსენიებ და ყველა ჩვენს მოქალაქეს ანკარის დედაქალაქად გამოცხადებას გულწრფელად ვულოცავ“.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 108 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება
ჰაქან ფიდანის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი გრძელდება