პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

„ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში, როგორც ნატოს ორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“

1710178
პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში, პარასკევის ლოცვის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა რა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში, როგორც ნატოს ორი ქვეყანა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არ არის ის, რასაც აქამდე ველოდი. ჩვენ როგორც ნატოს ორი პარტნიორი ქვეყანა, გვჭირდება განსხვავებული პოზიციები. ამერიკა ამჟამად მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს იმაზე მეტად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მათთან ბრძოლის ნაცვლად, იგი აძლევს მათ დიდ რაოდენობას იარაღსა და აღჭურვილობას. სანამ ეს მიდგომები არსებობს, ჩვენ უნდა გავუზიაროთ ისინი მსოფლიო საზოგადოებას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან, სირიის საკითხთან მიმართებაში მოლოდინზეც ისაუბრა და დაამატა: „იმის გამო, რომ სირიის რეჟიმი, სამწუხაროდ, საფრთხეს გვიქმნის ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. აქ, როგორც მეგობარი ქვეყანა, მე ველოდები განსხვავებულ მიდგომებს ბატონი პუტინისგან, უფრო ზუსტად რუსეთისგან, როგორც ჩვენი სოლიდარობის მოთხოვნას. ამ საკითხის მოგვარება ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, ერთად უნდა მოვაგვაროთ. როგორც ჩანს ახლა შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული სირიით. იქ ამჟამად ჩვენ, რუსეთი და ირანი ვიმყოფებით, ამიტომ ეს საკითხიც ჩვენს შორის უნდა მოგვარდეს.“



მსგავსი ინფორმაციები